ქართული ასო-ფორმის დიზაინი

შესავალი

ქართული ენის შენარჩუნება სუყველა ჩვენთაგანის პასუხისმგებლობაა. ერთ-ერთ ინფორმაციის, და ენის, დისტრიბუტორები ვართ ჩვენ, გრაფიკოსები. ამიტომ გვევალდებულება ხალხს დავეხმაროთ ინფორმაციის გადაცემაში და ასევე სწორად აღქმაში, ეს შეიძლება გამოიხატებოდეს გაზეთის, ვებ-გვერდის, წიგნის, რეკლამის, ან ნებისმიერი სხვა ფორმატის დიზაინით.

ამას ჭირდება დახვეწილი დიზაინი რომელიც ითვალისწინებს თითეულ ნაწილს—იერარქიას, ესთეტიკას, შესაფერის შრიფტს, განლაგებას, დამხმარე სურათს თუ ილუსტრაციას, და ასე შემდეგ—რომელსაც მხედველი ქვეცნობიერად აჯამებს და გამოყავს დასკვნა თუ რა განწყობის კომუნიკაციას ცდილობს ეს დიზაინი. წარმატებულ შემთხვევაში მკითხველის დასკვნა ემთხვევა დიზაინერის მიზანს, ნაკალებად შესაფერისი.

თუ გავითვალისწინებთ ჩვენ ქვეყანის მდგომარებოას როცა სხვაგან ხდებოდა ციფრული შრიფტების გამრავლება და ექსპერიმენტაცია 1980ანების დასასრულისკენ, სრულიად გასაგები ხდება თუ რატომ არის ქართველი გრაფიკოსი შეზღუდული როცა იგი ცდილობს შეარჩიოს კონკრეტული იერის ჩამომაყალიბელი შრიფტი.

არა და ჩვენ გვაქვს ძალიან საამაყო და ლამაზი კალიგრაფიური ისტორა, რომელმაც სამწუხაროდ ვერ მოახერხა თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად განვითარება. ეს პროექტი არის მცდელობა, რომ დაეწიოს ქართული შრიფტი თანამედროვე სტანდარტებს და პარალელურად ჩამოყალიბდეს სასწავლო რესურსი მოწაფე გრაფიკოსისთვის.

ქართული დამწერლობა

ამ პროექტის ფარგლები არ შეიცავს ქართული კალიგრაფიის გარჩევას, ამის და მიუხედავად აუცილებელა განვიხილოთ ხელწერის განვითარება. ამით შევისწავლით თუ როგორ მივაღწიეთ დღევანდელ ასიოების ფორმებამდე, და როგორ გადაითარგმნა ხელნაწერი მექანიკურ ბეჭდვათ—სტამბიდან კომპიუტერულ შრიფტებამდე.

ასო-ფორმის ანატომია

კარგი ასო-ფორმების სახატავად, და ნებისმიერი დიზაინისთვის, საჭიროა მასზე საუბარი და კრიტიკულად გარჩევა. ამისთვის საჭიროა სპეციფიური ლექსიკონის შესწავლა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ასო-ფორმის სპეციფიური დეტალის დასახელება და კონკრეტულად საუბარი.

ლათინური ასო-ფორმა

სანამ ჩვენ ნაწერს შევისწავლით, შეგვიძლია მაგალითი ავიღოთ სხვა უფრო დამყარებულ და შესწავლილ ანბანიდან. ერთ-ერთი ყველაზე ანალიზირებული არის ლათინური შრიფტი.

Hamburgerfontsiv[2]

მაგალითი სახელი ინგლისურად
აპერტურა/ხვრელი Aperture
ხელი Arm
აღმავალი Ascender
ფუძის ხაზი Baseline
თასი Bowl
შემხვედრი Counter
განივა Crossbar
ჩამავალი Descender
დაიგონალური ხაზი Diagonal Stroke
ყური Ear
ფინიალი Finial
წვრილი ხაზი Hairline
ლიგატურა Ligature
დამაკავშირებელი Link
რგოლი Loop
ქვედა/პატარა ასო Lowercase
სერიფი Serif
მხარი Shoulder
პატარა ასომთავრული Small Caps
ხერხემალი Spine
შვერი/შტო Spur
ღერძი Stem
კუდი Tail
დასასრული Terminal
ასომთავრული Uppercase
ასო-სიმაღლე x-height

კლასიფიკაცია

კლასიფიკაცია შედარებით ბუნდოვანი საკითხია და არ არსებობს ობიექტური კატეგორიები, ამის მიუხედავად არის რამოდენიმე ძირითადი შეთანხმებული კატეგორია.

მხედრული ასო-ფორმა

საქმის გასამარტივებლად და საერთაშორისო დიზაინერებთან საურთიერთოდ, შეგვიძლია ბევრი რამ ლათინური შრიფტიდან მივანიჭოდ ჩვენ ასო-ფორმებს.

შეგვიძლია ასოები დავაჯგუფოთ ერთნაირი ზოგადი ფორმებით ან დამწერლობის ხელის მოძრაობით

ჯამწერლქუჩგადაკეფიტა

ჯანწერლადტუჩყაფეჭიქა ჯანდამწერლობგაფარჭყვეტიქა

რესურსები

http://luc.devroye.org/georgia.html

http://www.aboutgeorgia.ge/language/alphabet.html

https://georgiasomethingyouknowwhatever.wordpress.com/

http://www.wazu.jp/gallery/Fonts_Georgian.html

http://www.ancientscripts.com/georgian.html

http://typedia.com/learn/only/anatomy-of-a-typeface/

http://www.typogui.de

http://practice.typekit.com

https://developers.google.com/web/fundamentals/


  1. http://www.aboutgeorgia.ge/language/alphabet.html ↩︎

  2. "Hamburgerfontsiv" გამოიყენება რადგან იგი შეიცავს ფორმებს, რომლისგანაც შესაძლებელია დანარჩენი ანბანის შესრულება, და ამასთანავე ვერტიკალების ასვლა-ჩასვლა ახლოა ტიპიურ ინგლისურ სიტყვასთან. ↩︎